Back to Home

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლების თარიღი: 11 დეკემბერი, 2025

1 ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომში – „პოლიტიკა") განსაზღვრავს წესებსა და პირობებს, რომელთა მიხედვითაც შპს „ადვისო" (შემდგომში – „კომპანია", „ჩვენ" ან „Adviso") ამუშავებს ვებ-გვერდის და პროგრამული უზრუნველყოფის (SaaS) მომხმარებელთა პერსონალურ და ბიზნეს მონაცემებს.

1.2. Adviso წარმოადგენს ღრუბლოვან (Cloud) პლატფორმას, რომელიც შექმნილია ფინანსური პროცესების, კერძოდ კი ინვოისების მართვის, გადახდების შეჯერებისა და კონტრაქტების აღსრულების ავტომატიზაციისთვის.

1.3. ჩვენ ვაცნობიერებთ კონფიდენციალურობის მნიშვნელობას და ვიღებთ ვალდებულებას დავიცვათ თქვენი მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და ევროკავშირში მოქმედი მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) პრინციპების შესაბამისად.

1.4. პლატფორმით სარგებლობა გულისხმობს წინამდებარე პოლიტიკის პირობებზე თანხმობას.

2 მონაცემთა შეგროვება

მომსახურების სრულყოფილად გაწევის მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ შემდეგი კატეგორიის მონაცემებს:

2.1. საიდენტიფიკაციო ინფორმაცია: მომხმარებლის (უფლებამოსილი პირის) სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და დაკავებული თანამდებობა.

2.2. ბიზნეს მონაცემები: ორგანიზაციის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, დირექტორის სახელი და გვარი. აღნიშნული ინფორმაციის ნაწილის შეგროვება ხდება ავტომატურად შემოსავლების სამსახურის (RS.ge) ბაზიდან საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანისას.

2.3. ფინანსური და ტრანზაქციული მონაცემები: ინფორმაცია საბანკო ანგარიშების, შემოსული გადახდების, ინვოისების, საგადასახადო ვალდებულებებისა და ბალანსების შესახებ.

2.4. სახელშეკრულებო მონაცემები: სისტემაში ატვირთული ან შექმნილი ციფრული კონტრაქტების დეტალები, მათ შორის მომსახურების ტიპები, ტარიფები, ვადები, ჯარიმები და საგარანტიო პირობები.

2.5. სტრუქტურული მონაცემები: ინფორმაცია კლიენტის სტრუქტურის შესახებ (ფილიალები, ობიექტები/Assets, დამქირავებლები), რაც აუცილებელია მრავალშრიანი ბიზნეს პროცესების მართვისთვის.

3 მონაცემთა დამუშავების მიზნები

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს კანონიერი საფუძვლების არსებობისას (ხელშეკრულების შესრულება, სამართლებრივი ვალდებულება, ლეგიტიმური ინტერესი) შემდეგი მიზნებისთვის:

3.1. სერვისის მიწოდება: რთული, განმეორებადი და კონტრაქტზე დაფუძნებული ინვოისინგის ავტომატიზაცია.

3.2. ფინანსური ოპერაციების მართვა: გადახდების ავტომატური შეჯერება (Reconciliation) და ფულადი ნაკადების პროგნოზირება.

3.3. საგადასახადო შესაბამისობა: ინვოისების გენერირება და ატვირთვა RS.ge-ს პორტალზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3.4. ანალიტიკა და რეპორტინგი: ფინანსური ანგარიშგების, გაყიდვების ანალიზისა და ვადაგადაცილებული დავალიანებების რეესტრი წარმოება.

3.5. კომუნიკაცია და მხარდაჭერა: ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა და სისტემური სიახლეების შესახებ შეტყობინება.

4 მონაცემთა უსაფრთხოება

4.1. Adviso იყენებს ინდუსტრიული სტანდარტის უსაფრთხოების ზომებს მონაცემთა არასანქცირებული წვდომის, დაკარგვის ან გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად.

4.2. მონაცემთა გადაცემა ხორციელდება დაშიფრული არხებით (SSL/TLS პროტოკოლი).

4.3. წვდომა პერსონალურ და ფინანსურ მონაცემებზე მკაცრად შეზღუდულია და რეგულირდება ავტორიზაციის მრავალდონიანი სისტემით.

5 ინტეგრაცია მესამე მხარეებთან

მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, სისტემა ინტეგრირებულია შემდეგ გარე სუბიექტებთან:

5.1. სსიპ შემოსავლების სამსახური (RS.ge): სისტემა ავტომატურად ცვლის ინფორმაციას RS.ge-სთან ინვოისების ატვირთვისა და გადამხდელის მონაცემების ვალიდაციის მიზნით. აღნიშნული წარმოადგენს ჩვენი სერვისის განუყოფელ ნაწილს და ემსახურება მომხმარებლის საგადასახადო ვალდებულებების გამარტივებას.

5.2. საბანკო სექტორი: ჩვენ ვიყენებთ პირდაპირ ინტეგრაციას წამყვან ქართულ ბანკებთან (მაგ. თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი) ტრანზაქციების უსაფრთხო დამუშავებისთვის. ეს უზრუნველყოფს სტაბილურობას და გამორიცხავს შუამავალი რგოლების საჭიროებას ღია ბანკინგის (Open Banking) პროტოკოლების გარეშე, რაც ზრდის მონაცემთა დაცულობის ხარისხს.

6 მონაცემთა გაზიარება

კომპანია არ ყიდის და არ აქირავებს თქვენს მონაცემებს. მონაცემთა გადაცემა მესამე მხარეზე ხდება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება (მაგ. საგადასახადო ორგანოები).
  • ტექნიკური მომსახურების პროვაიდერები (სერვერული ინფრასტრუქტურა), რომლებთანაც გაფორმებულია მონაცემთა დაცვის ხელშეკრულებები.
  • სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი მოთხოვნა.

7 მონაცემთა შენახვის ვადები

7.1. ჩვენ ვინახავთ თქვენს მონაცემებს მომსახურების გაწევის პერიოდში და ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.

7.2. ფინანსური და საგადასახადო დოკუმენტაცია ინახება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვადით (მინიმუმ 6 წელი).

8 მომხმარებლის უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება:

  • მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე.
  • მოითხოვოთ უზუსტო მონაცემების შესწორება ან განახლება.
  • მოითხოვოთ მონაცემთა პორტირება (მონაცემების ექსპორტი დამუშავებად ფორმატში, მაგ. Excel).
  • მოითხოვოთ მონაცემთა წაშლა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ შენახვის ვალდებულებებს.

უფლებების განსახორციელებლად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

9 Cookies (ქუქი-ფაილების) პოლიტიკა

ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს ქუქი-ფაილებს სესიის მართვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით. თქვენ შეგიძლიათ მართოთ ქუქი-ფაილების პარამეტრები თქვენი ბრაუზერიდან.

10 ცვლილებები პოლიტიკაში

კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პოლიტიკაში. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე და ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.

11 საკონტაქტო ინფორმაცია

კონფიდენციალურობის საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის ან პრეტენზიის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

შპს „ადვისო"

მისამართი: თბილისი, საქართველო, დიმიტრი უზნაძის ქუჩა, 82

ელ. ფოსტა: [email protected]

ტელეფონი: +995 591 01 58 74