გადასვლა მთავარ კონტენტზე

ინდუსტრია

სამშენებლო დეველოპმენტი

დეველოპერები და სამშენებლო კომპანიები

დაგვიკავშირდით

ვითარება

გაყიდვა და ანგარიშსწორება ორი საქმეა

პირველი ხელმოწერით სრულდება. მეორე მომდევნო ორი წელი გრძელდება.

CRM გარიგების დახურვისთვისაა

განვადების გრაფიკის სათვალყუროდ ის არ არის აშენებული.

დოლარის ფასი, ლარის გადახდა

შენატანი დღის კურსით ითვლება, ნაშთი კი დოლარში რჩება.

ჩარიცხვები არარეგულარულია

ადრე, გვიან და ნაწილობრივ მოდის. ვიღაცამ უნდა იცოდეს, რომელი გადარიცხვა რომელ ბინას ეკუთვნის.

რას იბარებს Adviso

  • დახურული გარიგების მიღება CRM-იდან ან პირდაპირ
  • განვადების გრაფიკის შექმნა და მეთვალყურეობა
  • ადრეული, დაგვიანებული და ნაწილობრივი ჩარიცხვების შეჯერება
  • დოლარის ფასი, ლარის გადახდა, დღის კურსი
  • სტატუსი უკან CRM-ში

მუშაობის გზები

გზა პირველი. CRM ინტეგრაციით.

Adviso ხელმოწერილ და გაყიდულ კონტრაქტებს CRM-იდან იბარებს. მათზე აჯერებს ჩარიცხვებს და პასუხს პირდაპირ CRM-ს უბრუნებს, ასე რომ გაყიდვების მენეჯერი უკითხავად ხედავს, ვინ გადაიხადა და ვინ აგვიანებს.

სად ჟონავს პროცესი, ამას Adviso-ს ანგარიშები და დაფები აჩვენებს.

ბოლოში ან ანგარიში ჩამოიტვირთება ბუღალტრისთვის, ან დავალიანებების ავტომატიზაციას Adviso Accounting იბარებს. არსებულ საბუღალტრო სისტემაში ინტეგრაცია კასტომიზაციით შესაძლებელია.

გზა მეორე. Adviso დამოუკიდებლად.

უკვე გაყიდული კონტრაქტის პირობები პირდაპირ Adviso-ში იქმნება და დოკუმენტების მართვაც და კლიენტის ინფორმაციაც თან მოჰყვება. ვალები და ავანსები ავტომატურად იგზავნება და კონტროლდება. შეჯერება ზუსტ ბოლომდე მიდის, ვალუტის კონვერტაციის ჩათვლით.

შეცვალეთ ფინანსური რუტინა ავტომატიზაციით და ხელოვნური ინტელექტით

დაგვიკავშირდით