გადასვლა მთავარ კონტენტზე

პროდუქტი

Adviso Accounting

პირველადი დოკუმენტები შემოდის, გატარებები გამოდის.

დამოუკიდებელი საბუღალტრო პროგრამა. მუშაობს Adviso Billing-თან ერთად და მის გარეშეც.

დაგვიკავშირდით

როგორ იქმნება გატარება

  1. პირველადი დოკუმენტი შემოდის

    საბანკო ტრანზაქცია, RS.ge-ის დოკუმენტი.

  2. სისტემა გატარებას ქმნის

    იმ წესებით, რომლებიც კომპანიამ თავად დაწერა.

  3. გატარება მონახაზად ჩნდება

    ჯერ არაფერი შეცვლილა.

  4. ბუღალტერი ამოწმებს და ადასტურებს

    გადაწყვეტილება თქვენია.

  5. საბრუნავი უწყისი იძვრის

    მხოლოდ დადასტურებული გატარება.

ადასტურებთ თქვენ, და არა პროგრამა.

Adviso გატარებას ამზადებს. რომელი გატარება გატარდება, ბუღალტერი წყვეტს.

პროდუქტში ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდი ის არის, რომელსაც ერთხელ ხსნით.

იქ იწერება წესები, რომლითაც გატარებები იქმნება. დაწერეთ ერთხელ და შემდეგ ყველაფერზე გავრცელდება.

გადაბარება ქრება

კლიენტის ჩარიცხვა შემოდის და თითოეულ გადახდილ ინვოისზე ერთი გატარება იქმნება. ეს არის არგუმენტი იმისა, რომ გქონდეთ ორივე პროდუქტი და არა ერთი.

ნახეთ Adviso Billing

ჩვეულებრივ ინვოისები და ბანკი ექსპორტში გადის და ბუღალტერიაში ხელით იკრიფება. Adviso-ში იგივე პირდაპირ გატარებებად ხდება, შუა საფეხურის გარეშე.

ჩვეულებრივ

Adviso-ში

დარიცხვა და გადახდა ორი სხვადასხვა რეესტრია

ხელფასის დარიცხვა

ვალდებულება. რა ეკუთვნის თანამშრომელს პერიოდზე. ბრუტო, ნეტო, საშემოსავლო, საპენსიო და ბენეფიტები.

ხელფასის გადახდა

გადახდა და დეკლარაცია. ერთი ჩანაწერი თითო რეალურ გადარიცხვაზე, პირადი ნომრით მიბმული თანამშრომელთან.

სისტემა თვიდან თვემდე ადარებს, რა დაერიცხა და რა გადაიხადა.

ნეტო ხელფასის საბანკო ფაილები TBC-სთვის და საქართველოს ბანკისთვის.

დეკლარაცია თვის ბოლოს

დეკლარაციას სისტემა ამზადებს. მზად არის თვის დასრულებისთანავე და არა მომდევნო თვის შუაში.

დაგვიკავშირდით

რას მოიცავს

გატარებები

დებეტი და კრედიტი, ბრუნვებად დაჯგუფებული. მონახაზი მანამ, სანამ არ დაადასტურებთ.

ანგარიშთა გეგმა

აქტიური და პასიური ანგარიშები, სუბანგარიშებით.

საბრუნავი უწყისი

საწყისი, პერიოდის და საბოლოო ნაშთი.

ძირითადი საშუალებები და მარაგები

მატერიალური და არამატერიალური აქტივები. მარაგები FIFO-თი, LIFO-თი, შეწონილი საშუალოთი და კონკრეტული იდენტიფიკაციით.

ხელფასები

დარიცხვა, გადახდა და დეკლარაცია.

კონტრაგენტები

კონტრაგენტები ორგანიზაციებად, ხელშეკრულებაზე სუბანგარიშით. Adviso Billing-თან ერთად კლიენტები თავისით შემოდიან.

ფულადი ნაკადები

საოპერაციო, საფინანსო, საინვესტიციო და კონვერტაცია.

ფასები

აირჩიეთ ის, რაც თქვენს ოპერაციას შეესაბამება.

ბაზისური ავტომატიზაცია

სტანდარტი

მცირე სააგენტოებსა და კონსულტანტებისთვის

[₾ 000]/თვე
  • ფიქსირებული ინვოისების ავტომატიზაცია
  • პირდაპირი RS.ge ინტეგრაცია
  • 1 ცოცხალი საბანკო კავშირი
  • ზუსტი თანხის ამოცნობა
დაგვიკავშირდით

რთული იერარქია და ლოგიკა

ენტერპრაიზი

უძრავი ქონებისა და მსხვილი ბიზნესისთვის

[₾ 000]/თვე
  • ბრუნვაზე მიბმული იჯარის ძრავი
  • რთული ობიექტების იერარქია
  • საჯარიმო სანქციების ავტომატიზაცია
  • პერსონალური მენეჯერი
დაგვიკავშირდით

ინდუსტრიები

უძრავი ქონება

იჯარა ფიქსირებულს, ბრუნვის პროცენტს, კომუნალურსა და ინდექსაციას ერთ ინვოისში უყრის თავს. Adviso ოთხივეს კონტრაქტიდანვე ითვლის.

გვერდის ნახვა

სამშენებლო დეველოპმენტი

გარიგება ხელმოწერით სრულდება, ანგარიშსწორება კი ორ წელს გრძელდება. Adviso გრაფიკს მართავს და პასუხს CRM-ს უბრუნებს.

გვერდის ნახვა

კერძო განათლება

თანხა მშობლის სახელით შემოდის, საფასური კი სტუდენტს ეკუთვნის. Adviso თითოეულ ჩარიცხვას სწორ სტუდენტს უკავშირებს.

გვერდის ნახვა

პროფესიული მომსახურება

ჰონორარი, საათობრივი და ერთჯერადი სამუშაო ხშირად ერთსა და იმავე კლიენტთან ერთდროულად გვხვდება. Adviso თითოეულს ინვოისად აქცევს.

გვერდის ნახვა

შეცვალეთ ფინანსური რუტინა ავტომატიზაციით და ხელოვნური ინტელექტით

დაგვიკავშირდით